ეკა ბესელია: პატიმარ პერტაიას საქმეს კომიტეტი შეისწავლის

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პატიმარ რულსან პერტაიას საქმეს უახლოეს დღეებში კომიტეტი შეისწავლის.
მისი თქმით, პატიმრისთვის უფლებების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„უახლოეს დღეებში პერტაიას ოჯახის წევრებთან შეხვედრა მექნება, უფრო დეტალურად მოვისმენ, რა ტიპის სამართლებრივ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის სამართლიან რეაგირებას მოახდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები