სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. 22 წლის გურამ გუმაშვილი კობანში მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი პანკისში ცხოვრობს. ახლობლები მომდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ გუმაშვილი თურქეთში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა. საქართველოში ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და მათთვის გაუგებარია როგორ ჩავიდა ის სირიაში.
„როგორც გადმოცემით ვიცი, ეს ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა და ბრუნდებოდა ხოლმე. მისი სირიაში გადასვლის შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ქავთარაშვილმა .
შეგახსენებთ, რომ ეს სირიაში ქართველი მოქალაქის გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა.