არჩილ გორდულაძე – კორუფციის აღქმების რეიტინგზე: ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ადგას განვითარების შეუქცევად გზას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მისი შეფასებით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზას ადგას.

„ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რომ ქართველ ხალხთან ერთად ქვეყანა განვითარების გზაზე დაეყენებინა. ამ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ აძლევდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და აძლევდნენ იმ ქვეყანას, როგორც მაგალითად მოლდოვა, რომელიც იხრჩობა კორუფციაში. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში მინიმუმამდე არის დაყვანილი ასეთი მოცემულობები, ჩვენს ქვეყანას აკრიტიკებენ თურმე დემოკრატიული უკუსვლა გაქვთო. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ადგას განვითარების შეუქცევად გზას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები