ირაკლი ჭეიშვილი ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე: ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია

„ვერ ისწავლეს, რომ ბატონ ბიძინასთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს. 2012 წელს ამ ადამიანმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, როდესაც საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, ოჯახი, მაშინ მას არაფრის შეშინებია და მისი გეგმები და მიზნები ბოლომდე მიიყვანა. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა გააკეთებინა. ამიტომ, ბატონ ბიძინას შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში” ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე საუბრისას განაცხადა.

„თავიდან ბოლომდე Credit Suisse-ი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული იყო და მერე აღმოჩნდა, რომ ამერიკელების მითითებებს ასრულებდა და გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა, შესაბამისად, ეს პროცესიც მათთვის კრახით დასრულდა. Credit Suiss-მა პროცესი წააგო. ანალოგიური მდგომარეობაა, ახლაც, ესეც არის მართული პროცესი, თუნდაც ის მედია პლატფორმის გასაჯაროების ფაქტი ავიღოთ, ბაჩიაშვილის შემთხვევაც, ახალი შვეიცარიული ბანკიც ერთი აქტორის დაკვეთით მოქმედებენ. აქ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ბაჩიაშვილის შემთხვევაში მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ბატონ ბიძინასთან ახლოს მისულიყვნენ. ეს ქმედება განწირულია და კრახით დასრულდება. გამოძიება და სასამართლო ჭეშმარიტებას დაადგენს“, – აღნიშნა გიორგი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბანკი Julius Baer, რომელიც უსაფუძვლოდ უზღუდავდა ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას ანგარიშების შესახებ და თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას უჭიანურებდა, ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები