სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ახობაძე 7 დეკემბერს, გვიან ღამით, თამარ მეფის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში ავტომობილით მეგობართან ერთად ბრუნდებოდა.
მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.