ვოლსკი – ხაზარაძის განცხადებაზე: ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ნგრევისკენ არის მიმართული

“მამუკა ხაზარაძის განცხადება თავის შინაარს გამოხატავს, როგორც ადამიანის და პოლიტიკური ლიდერის. მათი საქმიანობის მთავარი ატრიბუტია დესტაბილიზაციისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.

„ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ნგრევისკენ არის მიმართული. როცა ასეთი მოწოდება ჯარის მიმართ ხდება, ეს განსაკუთრებული მახასიათებელია „ლელოსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელია და არ განსხვავდება არც შინაარსით და არც ზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ შეიარაღებულ ძალებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად ვერ უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები