“მექანიზმი არ არსებობს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც არჩევნების შედეგებს უპირისპირდება” – ვოლსკი
“მექანიზმი არ არსებობს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც არჩევნების შედეგებს უპირისპირდება, ელექტრონული არჩევნები ვერ და არ ყალბდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა.
„არ შეიძლება ქვეყნის ტურბულენტობაში შეყვანა იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. გარკვეული ნაწილი კი კონკრეტული სცენარით მოქმედებს, რაც საბოლოო შედეგამდე ისეთი ხელისუფლების მოყვანით უნდა მივიდეს, რომელიც გარკვეულ დავალებებს შეასრულებს და საქართველოს ნგრევის წინაპირობას შექმნის. ამ რეალობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელმაც პოზიცია არ უნდა დათმოს, მით უმეტეს, თუ მის უკან მილიონ 120 ათასი ამომრჩეველია“, – განაცხადა ვოლსკიმ.