ნატო-ს გენერალური მდივანი: ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ოლაფ შოლცის კრიტიკა უსამართლოა
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კრიტიკა უსამართლოა,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ხშირად მითქვამს ზელენსკისთვის, რომ მან უნდა შეწყვიტოს ოლაფ შოლცის კრიტიკა, რადგან ვფიქრობ, ეს უსამართლოა“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, რუტემ აღნიშნა, რომ შოლცისგან განსხვავებით, ის მხარს უჭერს უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას და მათ გამოყენებაზე ლიმიტს არ დააწესებდა.
„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, რა შეიარაღებას მიაწვდიან მოკავშირეები კიევს.