სამხრეთ კორეაში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – დაშავდა 3 ადამიანი
სამხრეთ კორეის ქალაქ გიმჰაეში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია იტყობინება.
მედიის ცნობით, აფეთქება ახლად აშენებული ნავთობის რეზერვუარის შემოწმების დროს მოხდა, რომელშიც შემთხვევისას ნავთობი არ ინახებოდა.
ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ და სამხედრო პერსონალის არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
სახანძრო სამსახური, პოლიცია და სამხედრო ძალები შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და დაზიანების მასშტაბის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.