ევროპარლამენტარი, ანდრიას ლასლო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.
მისი თქმით, ყველაფერმა რეგულაციების შესაბამისად ჩაიარა.
“ყველაფერმა რეგულაციების შესაბამისად, წესების დაცვით ჩაიარა. ზოგადი მოსაზრება, რომელსაც ჩვენი გამოცდილება გვკარნახობს, არის ის, რომ ეს არის/იყო ძალიან თავისუფალი არჩევნები და საარჩევნო პროცესმა იდეალურად ჩაიარა. დემოკრატია წინა პლანზეა და შესაბამისად, გამოვლენილია ამომრჩევლის ნება და ნდობა გამოცხადებულია. როგორც ვნახეთ, პროცესმა ჩაიარა არსებული პირობების შესაბამისად და ყველაფერი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.