აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები