გორი-ხაშურის მონაკვეთზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის დროს ერთმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები