„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია დროულად, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები” – მახაშვილი
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია დროულად, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, რაც უფრო გახანგრძლივდება ეს ბუნდოვანება და ეს პერიოდი, მით უფრო მეტად ეცდებიან არაკეთილმოსურნეები ქვეყნის დაზიანებას.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად აეხადოს ყველაფერს ფარდა და ყველაფერი გაცხადდეს. ჩვენი უპირველესი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის ამ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა და იმედი გვაქვს, რომ იგივე განწყობა იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა მახაშვილმა.