“უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, რომ პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ” – მათიკაშვილი
“ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა – პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნიათ ადამიანებს და ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილი ბუნებრივია, რომ იქ რღვევის პროცესი არის ძალიან ლოგიკური. ეს უკვე დიდი ხანია დაწყებულია, დღეს არ დაწყებულა. ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკიდურეს მოლოდინშია მათთვის და აღუსრულებელი ოცნებაა. ერთმანეთს აბრალებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ხელს აწერენ ყველაფერზე. ვნახეთ ბევრი მაგალითი ამორალური ქმედებებისაც კი ერთმანეთის მიმართ. ასე, რომ უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის პრაქტიკულად უუნარობა პოლიტიკურ ველზე რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწიონ ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.