კოლორადოს აეროპორტში ორი პატარა თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა – არის მსხვერპლი

კოლორადოს აეროპორტში დაშვების მცდელობისას, ორი პატარა თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა,- ინფორმაციას, აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაიღუპა ერთი პილოტი და დაშავდა სამი ადამიანი.

Cessna 172 და Extra EA-300 ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ, როდესაც ორივე თვითმფრინავის პილოტი ერთდროულად ცდილობდა ფორტ მორგანის მუნიციპალურ აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაშვებას.

მედიაში გავრცელებულ კადრებში აეროპორტის შუაგულში დამწვარი ადგილი ჩანს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები