საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს, ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტი ბიუროს სხდომის შემდეგ, პლენარულ სხდომას წარედგინება.
“იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის [“ნაცმოძრაობა”] ე.წ. პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომლებიც რეჟიმებს ქმნიდნენ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ“, – განაცხადა კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.