ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება გაყინა

აშშ-ის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება გაყინეს.

„ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი გრანტებისა და 60 მილიონი დოლარის გრძელვადიანი კონტრაქტების გაყინვის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასწავლო დაწესებულებამ უარყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები.

“არცერთმა მთავრობამ – მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში – არ უნდა განსაზღვროს, თუ რა შეუძლიათ კერძო უნივერსიტეტებს ასწავლონ, ვინ შეუძლიათ მიიღონ და დაიქირაონ და სწავლისა და კვლევის რომელი სფეროები განახორციელონ“, – ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები