სასწრაფოდ: ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა სასტიკად სცემეს

    „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაძე უცნობი პირები ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარება უტარდება. როგორც “კვირას” რკინიგზის საავადმყოფოში განუცხადეს, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა. ამ წუთებში მას საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში ტომოგრაფიულ გამოკვლევას უტარებენ.
„კვირა“ ერთ-ერთი თვითმხილველსაც ესაუბრა. მისი განცხადებით, შემთხვევა აბაშიძის ქუჩის #52-ში მოხდა. თვითმხილველის განცხადებით, კოდუას დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.
„ჩვენ დავინახეთ, რომ სასწრაფოს მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს, რომელსაც სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ცხვირი კი დასისხლიანებული ჰქონდა“, – განუცხადა „კვირას“ აბაშიძეზე მდებარე სალონის მენეჯერმა.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები