კომისიამ მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.
კომისიის ინფორმაციით, ახალი ტარიფი სამ მობილურ ოპერატორს: „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა.
„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა-ანალიზის შედეგად მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. ახალი ტარიფი სამ მობილურ ოპერატორს: „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა. კომისიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 იანვრიდან მობილური ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 თეთრი იქნება.
შეგახსენებთ, დღეს მობილური ოპერატორებისთვის „მობიტელისთვის“(„ბილაინისთვის“), „მაგთიკომისთვის“ და „ჯეოსელისთვის“ ურთიერთჩართვის 5 -თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი მოქმედებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებამოსიალია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები. კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად 3.5 თეთრამდე შეამცირა. სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე საკუთარ ვებგვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალათ“, – აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები