იენსენი: „თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი პასუხი უნდა აგო“

თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას და თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო – ამის შესახებ ევროსაბჭოს მომხსენებელმა მიქაელ იენსენმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მომხსენებლი საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას “პარტიზანულს” და “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციას უწოდებს.
“სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოვისმინე – ეს არ არის ნაყოფიერი თანამშრომლობა. შედეგად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც არ იყო დაბალანსებული – განსაკუთარებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ერთობ ნეგატიური აქცენტებით მთავრდებოდა, ნაცვლად პოზიტიურისა, როგორც ჩვენ ამას ვაპირებდით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაპატიმრება ჩრდილავდა ყველა სხვა პოზიტიურ ასპექტს, და რაც დავაფიქსირეთ კიდეც მოხსენებაში, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი მიუღებელია. მაგრამ – და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი – თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას! თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო. სწორედ ამის მომსწრე ვართ ახლა საფრანგეთში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი პასუხისგებაშია მიცემული. ეს ხდება ევროპაში, სხვაგანაც, საერთოდ ყველგან. სწორედ ეს არის დემოკრატია, რადგან არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ ამას “ქართული ოცნების” მთავრობის პოლიტიკურ გეგმად. სწორედ ამიტომ ვიყავით უკმაყოფილო რეზოლუციის საბოლოო ვერსიით”, – აცხადებს მიქაელ იენსენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები