კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტზე უკვე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახა კახიშვილს სამინისტროში ოფიციალურად დღეს, 17:00 საათზე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები