დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 27-ე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონგრესი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის მოხსენებას მოისმენს, რის შემდეგაც გაიმართება დებატები და კენჭი ეყრება რეზოლუციას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.
ასევე, დაგეგმილია, დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც ის როგორც ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე, ისე საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრებს. სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით, ასევე, მიწვეულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც კონგრესის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ანგარიშს და რეფორმასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს გააცნობს.
დაგეგმილია, ასევე, დავით ნარმანიას შეხვედრა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯოს ვიენენთან. დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები