პატიმრის შვილები, რომლებმაც ხეზე ხელები მიიჭედეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

პატიმარ რუსლან პერტაიას შვილები, რომლებმაც დღეს, ქუთაისში პროტესტის ნიშნად ხეზე ხელები მიიჭედეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხიდან ჩამოხსნეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ისინი სტაციონარში გადაიყვანეს. ექიმთა განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახსი წევრებმა დღეს, ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულებასთან პროტესტის ნიშნად ხეზე ხელები მიიჭედეს. ისინი პერტაიას სასამართლო პროცესის დროულად გამართავს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ის უდანაშაულოა. მათი განცხადებით, ბრალდებული უკვე 47-ე დღეა ციხეში შიმშილობს და მაისი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ. რასაც დღესვე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი და მათ უახლოეს დღეებში შეხვედრას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები