საფეხბურთო მატჩი პრემიერისა და მთავრობის წევრების მონაწილეობით, ფრედ დასრულდა
ცხინვალის “ლიახვისა” და “თბილისის” ამხანაგური მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.
შეხვედრა გორის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მატჩში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიმბოლურად, ორივე გუნდის შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ტაიმი მან “თბილისის” შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმი კი “ლიახვში” იასპარეზა, სადაც სამი გოლი გაიტანა. თუმცა, თავის მხრივ, ჯელიევმა თავის გუნდშიც გამოიჩინა თავი და მეოთხე გოლი “ლიახვში” სწორედ მან გაიტანა.
თბილისის” მხრიდან კი, ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 1 გოლი – მიხეილ ყაველაშვილმა, 1 – ვალერი ჯელიევის ავტოგოლის შედეგად გავიდა.
გორის ცენტრალურ სტადიონზე “ლიახვსა” და “თბილისს” შორის ამხანაგური მატჩში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კახა კალაძემ ,ალექსანდრე ჭიკაიძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება ცხინვალის “ლიახვს”, გუნდი, ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული