დავით სერგეენკო მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანისკენ მოუწოდებს

  ებოლას ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი კეთდება. საქართველოში რისკის შემცველი ქვეყნებიდან ბოლო პერიოდში 84 ადამიანი შემოვიდა. არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამჟამად უცხოეთიდან შემოსულ 13 ადამიანს აკვირდებიან.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს. იმის გამო, რომ ვირუსი აირწვეთოვანი გზით არ გადადის, შესაძლებელია, ის დაავადებულთან უშუალო კონტაქტის შედეგად გადავიდეს.
„პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. არსებობს გამოწვევები, რომელზეც მიდის ინტენსიური მუშაობა, პრევენცია, დეტექცია და რეაგირება. საბედნიეროდ ამ დრომდე საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არის აღნუსხული. ახლა მიმდინარეობს მეთვალყურეობა 13 ადამიანზე, რომლებიც შემოსულები არიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან და 21 დღის შემდეგ მათზე მეთვალყურეობა მოიხსნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები