თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის დროებით შეწყვეტას და მოუწოდა რუსეთს, დათანხმდეს ამ წინადადებას,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
“11 მარტს უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე თანხმობის გაცემა არის დადებითი მოვლენა. ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი კონსტრუქციულ რეაქციას გამოხატავს ამ ნაბიჯზე“, – თქვა თურქეთის ლიდერმა.
“სამართლიანი და ძლიერი მშვიდობის დამყარებაში“ საკუთარი წვლილის შესატანად, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა კიევისა და მოსკოვის პოტენციურ მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის.