ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მამა გაბრიელის ხატები გაქრა

  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მამა გაბრიელის ხატები გაქრა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ტაძრის მრევლმა განაცხადა.
მრევლის წარმომადგენელთა განცხადებით, მამა გაბრიელის ხატები ტაძრის იმ ნაწილში იყო განთავსებული, სადაც მგალობლები დგებიან.
მრევლი ხატების ჩამოხსნის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს და მომხდარზე ღიად საუბარს მოძღვრის კურთხევის გარეშე ერიდება. თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ხატები ეკლესიიდან მას შემდეგ გაქრა, რაც მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან და შემდგომ სამების ტაძარში დასვენებულ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან მიდიოდნენ.

წყარო: news.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები