”მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს, რომელთაც აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ – დაგმონ ეს ე.წ. არჩევნები და გამოაცხადონ უკანონოდ!”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც 1-ელ მარტს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა.
„პარლამენტის სახელით ვგმობთ „არჩევნების“ ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელდება, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და მანამ სანამ აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, რა თქმა უნდა, უკანონოა. ეს ე.წ. არჩევნებიც არის უკანონო“, – განაცხადა სამხარაძემ.