მახაშვილი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე: თითოეულ დეტალს განვიხილავთ – ჩვენ მას მოვარგებთ ქართულ რეალობას იმ გაგებით, რომ იქ მონიშნული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ის პროცედურები, რომელიც მან უნდა გაიაროს საქართველოში
“პარლამენტი განიხილავს თითოეულ დეტალს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა ის მოვარგოთ ქართულ რეალობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე საუბრისას აცხადებს.
“მოგეხსენებათ, სიტყვები პირდაპირ ამერიკული კანონმდებლობიდან არის გადმოტანილი. ჩვენ ამას მოვარგებთ ქართულ რეალობას, რათა ეს ამერიკული კანონი გახდეს ქართული კანონი, იმ გაგებით, რომ იქ მონიშნული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ის პროცედურები, რომელიც მან უნდა გაიაროს საქართველოში”, – აცხადებს მახაშვილი.