გივი მიქანაძე მედიის შესახებ კანონპროექტზე: ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოება მეტად დაცული იყოს და საზოგადოების ინფორმირება ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ და სიმართლის შემცველ ინფორმაციას
„მედიას არანაირად არ უზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და აბსოლუტურად მოდის იმ სტანდარტების კონტექსტში, რაც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტთან არის შესაბამისობაში,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მედიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„თუმცა, ის ატარებს პრევენციულ ხასიათს და მას აქვს სადამსჯელო ღონისძიებები, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას არ უნდა მიეწოდოს დამახინჯებული და სიცრუეზე ორიენტირებული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოება მეტად დაცული იყოს და საზოგადოების ინფორმირება ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ და სიმართლის შემცველ ინფორმაციას“, – აღნიშნავს მიქანაძე.
ცნობისთვის, მედიის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ.