ვლადიმერ ბოჟაძე „ფარას“ ანალოგზე: ეს კანონი უკეთესად დაიცავს ჩვენს ქვეყანას საგარეო გავლენებისგან
„„ფარა“ არის კანონი, რომელიც ფაქტობრივად უკვე ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას გარე გავლენებისგან და რადგან ეს არის ყველაზე კარგი და მძლავრი მექანიზმი, ჩვენ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ ამ კანონის მიღება,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ის მხოლოდ მედიას, ან სამოქალაქო სექტორს არ შეეხება, როგორც ეს განსაზღვრული იყო გამჭვირვალეობის შესახებ კანონით, არამედ შეეხება ფიზიკურ პირებსაც, რადგან ამას „ფარა“ ითვალისწინებს. ჩვენ ახლა ვიღებთ კანონს, რომელიც უკეთესად დაიცავს ჩვენს ქვეყანას საგარეო გავლენებისგან“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.