“FARA გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, სახელმწიფოს საზოგადოებას მოახსენოს ის, თუ რაში იხარჯება ფული” – ვოლსკი
“რასაკვირველია, FARA გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, სახელმწიფოს საზოგადოებას მოახსენოს ის, თუ რაში იხარჯება ფული, “შავი ფულის შემოდინების მომხრეა და იმ პროექტების მომხრეა, რასაც რევოლუცია ჰქვია საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
“ამას, რასაკვირველია, ქვეყანამ საკუთარი რესურსი უნდა დაუპირისპიროს. რესურსი არის ერთადერთი – კანონი, რომელიც საზოგადოების ინტერესების საფუძველზეა აგებული”, – განმარტავს ვოლსკი.