“რაღაც ახლა, აშშ-ის კანონი რომ ვთარგმნეთ სიტყვასიტყვით, პროტესტს ვერ ვხედავთ” – არჩილ გორდულაძე
“რაღაც ახლა, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი რომ ვთარგმნეთ სიტყვასიტყვით, პროტესტს ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ამერიკულ „ფარაზე“ საუბრისას განაცხადა.
„როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რომელი ორგანიზაცია რა წყაროებით ფინანსდება, ზუსტად ანალოგიურად ჩვენც გვაქვს ამის შესაძლებლობა. ზუსტად იგივე ფორმით, როგორც აშშ-შია, აქაც, ჩვენს შემთხვევაშიც იქნება მიღებული“, – განმარტა გორდულაძემ.