ზაალ ანჯაფარიძე: როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს

ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების (არ მოტყუვდეთ, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ყველა ერთია) სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა,“ „ავტოკრატია.“ რამდენიმე დღის წინ ვამხილე ამ ნარატივის სრული აბსურდულობა – როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს,- წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს, რომელთა შორისაც ნიკა გილაურის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ რამდენიმე ფონდია.

„ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების (არ მოტყუვდეთ, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ყველა ერთია) სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა,“ „ავტოკრატია.“ რამდენიმე დღის წინ ვამხილე ამ ნარატივის სრული აბსურდულობა – როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს.
რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს. ექსპრემიერ გილაურის შექმნილი Prosperity Georgia, ნანუკა ჟორჟოლიანის „ნანუკას ფონდი,“ ფონდი „ერთმანეთისთვის,“ ფონდი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,“ გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ შექმნილი ფონდი და ახლახან შექმნილი ფონდი freedonation.ge.
სხვათა შორის, დიქტატურის პირობებში, რუსთაველზე პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მაგალითები თუ როგორ იქცევიან დიქტატურები მსგავს შემთხვევებში, არაერთი გვაქვს,“- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები