სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.