„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჭკვიანი, გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება” – წილოსანი

“უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჭკვიანი, გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს თავიდანვე ძალიან ნათლად ჩანდა, უბრალოდ იმდენად იყო საინფორმაციო სივრცე ჩაკეტილი და იმდენად მძლავრად მუშაობდა „დიფ სთეითის“ მანქანა, რომ ვერავინ ვერ ბედავდა [ამაზე საუბარს] და პირიქით, ამის საწინააღმდეგოს პროპაგანდირებდნენ. უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო“, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები