არჩილ გორდულაძე: რეალურად პროამერიკელები „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები და ჩვენი მხარდამჭერები დავრჩით ქვეყანაში, ყველა დანარჩენი აგენტურის წარმომადგენელი ლანძღავს აშშ-ის პრეზიდენტს იმიტომ, რომ ის სიმართლეს საუბრობს
“რეალურად პროამერიკელები „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები და ჩვენი მხარდამჭერები დავრჩით ჩვენს ქვეყანაში, სხვა ყველა დანარჩენი აგენტურის წარმომადგენელი პირდაპირ ლანძღავს აშშ-ის პრეზიდენტს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
გორდულაძის თქმით, ტრამპი სიმართლეს საუბრობს.
„მილიონ ორასიათასამდე არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ინარჩუნებს ჩვენს ქვეყანაში 10 წელზე მეტია, მშვიდობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვერ ან არ გააკეთა ბატონმა ზელენსკიმ, რომელზეც ჩვენი გუნდის წევრებიც, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებიც არაერთხელ საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ამის გამო ჩვენ ვიღებდით ხოლმე შეუსაბამო კრიტიკას.
ახლა ეს ყველაფერი განაცხადა ბატონმა ტრამპმაც და ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად პროამერიკელები „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები და ჩვენი მხარდამჭერები დავრჩით ჩვენს ქვეყანაში და სხვა ყველა დანარჩენი აგენტურის წარმომადგენელი პირდაპირ ლანძღავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმიტომ, რომ ეს ადამიანი სიმართლეს საუბრობს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ზელენსკიმ სჯობს, სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება“.