მაჭავარიანი – ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: როდესაც მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, ჩვენ დიპკორპუსის მხრიდან ვერანაირ დაგმობას ვერ ვხედავდით

“ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, ჩვენ დიპკორპუსის მხრიდან ვერანაირ დაგმობას ვერ ვხედავდით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ჩვენ ვერანაირ დაგმობას დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ვერ ვხედავდით, მაგალითად მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, დეპუტატების ოჯახის წევრებს აბულინგებდნენ, ისევ ის კამპანიები უნდა გავიხსენო – 84 ტყვია კეფაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია ელჩების მხრიდან, არაფერი არ მოგვისმენია დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე რაც ვიხილეთ ძალიან ცუდი სანახავია და ამას ჩვენ ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს კვერცხებით იქნება თუ სხვა ნივთებით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გვარამიას ახსნილი აქვს ჩვენთვის, რომ თურმე ევროპული სტანდარტი არის კვერცხების დაშენა ადამიანზე, კვერცხების სროლა და კვერცხებით შემკობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერები არიან”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები