ვოლსკი – მაკკეინის ინსტიტუტზე: ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ხელს უწყობს, აფინანსებს
“ფაქტია, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ხელს უწყობს, აფინანსებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მაკკეინის ინსტიტუტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლორა თორნტონის განცხადება, რომელშიც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს, არც პირველია და არც ბოლო.
„ფაქტია, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ხელს უწყობს, აფინანსებს. თორნტონის ორგანიზაცია არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის დამქირავებელი, რომელიც ასევე დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესებს ინტენსიურად, გააფთრებით და საკმაოდ დიდი ფულადი რესურსით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.