ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის მიერ დონალდ ტრამპის კრიტიკა სასაცილოა

„ოპოზიციის მიერ დონალდ ტრამპის კრიტიკა სასაცილოა, ტრამპი არის პრორუსიო, რაც ორსიტყვიანი ანეკდოტია, ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი დაპირებების შესრულება პრეზიდენტობის პირველივე კვირაში დაიწყო.

„ოპოზიცია, რომ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, სასაცილოა. თავის ჭკუით სალომე და ხაზარაძე ინაუგურაციაზე ჩავიდნენ, მაგრამ საცოდავი სანახავები იყვნენ, რადგან ზოგი კალათბურთის დარბაზში იჯდა და ინაუგურაციას ისე ესწრებოდა. ამბობენ, ტრამპი არის პრორუსიო, რაც ორსიტყვიანი ანეკდოტია. რატომ არის გასაკვირი, როცა დონალდ ტრამპი ქმედებებზე გადავიდა? ეს ადამიანი უპირველესად საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს. მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი დიდი მოთამაშე ამერიკაა და ტრამპმა თავისი დაპირებების შესრულება პირველივე კვირაში დაიწყო“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები