“მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული” – მამუკა მდინარაძე

“მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი დაკავებული არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვინც ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, დაკავებული არ არის არანაირი ფორმით.

“თუ ძალადობაში და ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს ადამიანები დღემდე დაკავებულები არიან სისხლის სამართლის წესით, ხოლო თუ ადმინისტრაციულ გადაცდომას ჩადის ადამიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაკავება “, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები