“ნიკა გვარამია ამბობდა, რომ კვერცხების სროლა გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს რა შეიცვალა? სამწუხაროდ, რაც დათესეს, ის მოიმკეს” – მდინარაძე

“ნიკა გვარამია ამბობდა, რომ კვერცხების სროლა გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს რა შეიცვალა? მე ასე არ ვიტყვი, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, რაც დათესეს, ის მოიმკეს. სიტყვა სამწუხაროდ შემთხვევით არ მითქვამს. არ ვამბობ, რომ კარგია. ეს არის ცუდი. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები