“ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი” – მდინარაძე

“ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი! ყოველდღიურად გვაჩვენებენ, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ანტიქართული და ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, მერე კი ამ ყველაფერს რეპრესიებს ეძახიან!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ისინი ფიქრობენ, “როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას”.

“ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფომ, რათა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით. არის შემთხვევები, როდესაც ისინი კანონში ე.წ. ხვრელებს ნახულობენ, თუ როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას.

უნდა გავიმეორო მათი სლოგანი – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესის გატარება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები