გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული
„რატომ არ უნდა მოვიდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანი, რომლის განცხადებასაც მნიშვნელობა აქვს?“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული.
„[როგორც რადიკალები ამბობენ, რომ არ აღიარებენ საგამოძიებო კომისიას], ეს თუ ასეა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? [ეს რადიკალები, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები] პროკურატურას და შსს-საც არ აღიარებენ, მაგრამ რატომ რეკავენ მაშინ პოლიციაში, როცა სჭირდებათ?
თუ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, მოვლენ და საგამოძიებო კომისიის კითხვებს უბრალოდ პასუხს გასცემენ. მაგრამ, აბა, ნახეთ ვინ ნერვიულობენ – ზუსტად ის ადამიანები, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული.
თუ არ მოვლენ საგამოძიებო კომისიაზე, მოუწევთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.