მათიკაშვილი – ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: არის მცდელობა, რომ ოპოზიციამ ეს ყველაფერი გამოიყენოს საკუთარი პარტიული ქულების დასაწერად

“კიდევ ერთხელ, მე მინდა, მიუსამძიმრო ოჯახის წევრებს. სიტყვები არ კმარა და ვერ ვძებნით სათანადოდ სიტყვებს, რომ ეს უკიდეგანო ტრაგედია გამოვხატოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აი ეს ყველაფერი გამოიყენოს საკუთარი პარტიული ქულების დასაწერად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ გვახსოვს საქართველოში მომხდარი კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევები, როგორი იყო ყველა ჯერზე რადიკალების მიერ მცდელობა გამოყენებულიყო ეს კონკრეტულად ხელისუფლების წინააღმდეგ და გაეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოება აეღელვებინათ და მოეტყუებინათ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები