“მინდა, მივმართო მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ, სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია” – ზურაბ ჩხაიძე

“მინდა, მივმართო მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ, სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი”, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, – აღნიშნა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები