ნანა კაკაბაძე: პოლიტიკურად და ვიზუალურად კარგად ჩანდა რა ხდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება
უკვე სამი საათია, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე იმყოფება. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ის უკვე მეორედ აძლევს ჩვენებას.
“გარედან ხდებოდა დაფინანსება ისეთი პროცესების, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ჩამოშლისკენ. პოლიტიკურად და ვიზუალურად კარგად ჩანდა რა ხდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. პირველი დაკითხვა არ იყო ამომწურავი, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, ამიტომ მოვედი, რომ დავასრულოთ გამოკითხვა. ვითხოვთ, გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნის ჩამოშლასა და საბოტაჟში”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.