დიმიტრი ხუნდაძე: დღევანდელი ევროპა წარსულის საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, როცა მას ყველაფრის უფლება აქვს და ყოველთვის ის არის მართალი
„საზოგადოების არჩევანის უპატივცემულობა, საკანონმდებლო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა და სასამართლო ხელისუფლების მორჩილებისთვის მისი დისკრედიტაცია, რწმენისა და ტრადიციების შეურაცხყოფა – ეს არის ის, რაც დასავლეთს სამწუხაროდ შესძლებია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ევროპის მიერ წარმოებულ პოლიტიკას ეხმიანება.
დიმიტრი ხუნდაძე სინანულით აღნიშნავს, რომ ევროპა ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირს და მისი პოზიცია, რომ ის ყველასთან და ყველაფერში მართალია, წარმოუდგენელიც კია.
„იმას, რასაც საქართველოში დასავლეთის მხრიდან 2022 წლის შემდეგ ვუყურებთ, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც ღიად ალაპარაკდა, რბილად რომ ვთქვა – გულდასაწყვეტია.
დღევანდელი ევროპა წარსულის საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, როცა მას ყველაფრის უფლება აქვს და ყოველთვის ის არის მართალი.
უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევისა და 4 რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივება, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის აგენტებად გარდაქმნა, საზოგადოების არჩევანის უპატივცემულობა, საკანონმდებლო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა და სასამართლო ხელისუფლების მორჩილებისთვის მისი დისკრედიტაცია, რწმენისა და ტრადიციების შეურაცხყოფა – ეს არის ის, რაც დასავლეთს სამწუხაროდ შესძლებია.
ჩვენ მსგავსი საფრთხეებისგან თავი დავიცავით წარსულში საბჭოთა კავშირისგან და დღეს უკვე თავს ვიცავთ ევროკავშირის ბიუროკრატებისგან.
ქართულმა საზოგადოებამ იმხელა გამოცდილება მიიღო, მას შეცდომას ვეღარავინ ვერ დააშვებინებს!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.