“საქართველოში გარე დაფინანსების პრობლემა არსებობდა, ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა, ორგანიზაციები საზოგადოების საჭიროებებს იყვნენ მოწყვეტილი” – მახაშვილი

“საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა სამი განზომილებით არსებობდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა.

“აქ პრობლემა სამი განზომილებით იყო. მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. პოლიტიკური პარტიები პირდაპირი თუ არაპირდაპირი სქემებით იღებდნენ დაფინანსებას. ასევე, საგარეო დაფინანსებას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სამივე მიმართულებით მოწყვეტილი ვიყავით ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პარტიულ იდეოლოგიას მოწყვეტილი დასკვნების გაკეთება. პრობლემა იყო, რომ ეს ორგანიზაციები ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს იყვნენ მოწყვეტილი და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებდნენ, რომლებიც დონორების დღის წესრიგში ჯდებოდა.

გამოიკვეთა, რომ USAID-ი მედია ორგანიზაციების, არასამთავრობოების და პოლიტიკური პროცესების დაფინანსების პროცესში ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა, რისი დიდი ნაწილიც საერთოდ გაუმჭვირვალე იყო“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები