ირაკლი ზარქუა – „იმედის“ ჟურნალისტის ბულინგზე: სამარცხვინოა ლომჯარიას ქმედება, თან სახალხო დამცველი ერქვა ამ ქალს

“როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მედიას ასე აბულინგებს, იმ კითხვის დასმაზე, რომ ასე ცოფდებიან და არაადეკვატურები ხდებიან, ლომჯარია პირველად არ არის ამაში შემჩნეული და დანარჩენები, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ მათ უკან დგას სერიოზული ძალა, რომელიც მათ აიძულებს, რომ ასე მოიქცნენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას. კერძოდ კი, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედს“ რუსული მედია უწოდა.

ზარქუას განცხადებით, სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლებიც ნინო ლომჯარიას მხრიდან საზოგადოებამ იხილა.

„ისინი მალავენ ძალიან დიდ ინფორმაციას თუ რას სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ამაზე ხდება მითითება და კითხვის დასმა ბუნებრივია არ სიამოვნებთ და ამიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რაც ვნახეთ სამარცხვინოა, ლომჯარიას ქმედება, თან სახალხო დამცველი ერქვა ამ ქალს და როგორ ექცევა ჟურნალისტს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს, ახლა აქაც სვამენ კითხვებს, სადმე გინახავთ ჟურნალისტის ბულინგი?! – აი ეს არის მათი სახე, როგორ იქცევიან“- განაცხადა ზარქუამ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული პროექტებზე გამოყოფილი თანხები სწორედ რევოლუციას, მაიდანის მოწყობას, მოლოტოვის კოქტეილებს, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვასა და გამოყენებას ემსახურება.

„მაინც მოუწევს ლომჯარიას იმ პროექტებზე პასუხების გაცემა რითაც ფინანსდებოდა, იხარჯებოდა და რაში იხარჯებოდა ეს თანხები. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რევოლუციას, მაიდანის მოწყობას, მოლოტოვის კოქტეილებს, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვასა და გამოყენებას. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, თუმცა, პროკურატურასთან თქვენ მოგიწევთ ამ თემაზე საუბარი, ხოლო თქვენს დამფინანსებლებს კიდევ ველოდებით, მათ პოზიცია დააფიქსირონ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათი ხელწერაა, როდესაც მათი პარტნიორები საქართველოში, უსამშობლოები ასე ექცევიან ჟურნალისტებს, ასე ექცევიან განსხვავებულ აზრს თქვენ ამას ეთანხმებით? ! “-განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები